წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგუცა ცანავას საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. მეხის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაზარალებულა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას და დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.