სენაკის 2026 წლის ბიუჯეტი 11%-მდე გაიზარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 11 პროცენტამდე გაიზარდა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიაში მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობენ:
,,2026 წელს მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე გარემოს დაცვა.
გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს ახალი პროექტები და გაგრძელდეს უკვე დაწყებული მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად” - აცხადებენ სენაკის მერიაში.






