stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება  ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

8 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1572

ამბები სვანეთიდან

94

არჩევნები

355

ახალი ამბები

4281

დღის ამბები

2555

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

123

ვიდეო ამბები

88

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

204

სამართალი

180

სპორტი

235

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანდღის ამბები

რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები სანაპირო განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ

24.01.2026 / 24 იანვარი 2026
რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები სანაპირო განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები - ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი - განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის, ასევე მალთაყვის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს გააცნო მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების დაგეგმილი პროექტი, რომელიც სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ადგილზე, მინისტრთან და ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე.

აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ეცნობიან ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია პროექტების მონახულება ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში.

რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები სანაპირო განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ - image 2
რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები სანაპირო განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ - image 3
რევაზ სოხაძე და ADB-ის წარმომადგენლები სანაპირო განვითარების პროექტებს ადგილზე გაეცნენ - image 4
Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა

შემდეგი პოსტი

აფხაზეთიდან დევნილებისთვის ელეტრონულუ პორტალი ამუშავდა [სერვისებზე დეტალურად]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე და დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ

რევაზ სოხაძე და დავით ვერავა აბაშაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ

რევაზ სოხაძე ბეჩოსა და მესტიაში პრობლემური ბაღების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

რევაზ სოხაძე ბეჩოსა და მესტიაში პრობლემური ბაღების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მერი და მოადგილე სკეიტ პარკში ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ

ზუგდიდის მერი და მოადგილე სკეიტ პარკში ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ

დღის ამბები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერმა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების აღდგენასთან დაკავშირებით TV მაესტრიოს ეთერში ისაუბრა

ხობის მერი დავით ბუკია სოფელ ხამისკურში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ხობის მერი დავით ბუკია პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ᲤᲝᲗᲨᲘ 9 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲡ ᲮᲔᲘᲕᲜᲘᲡ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ