stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

23 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1635

ამბები სვანეთიდან

99

არჩევნები

355

ახალი ამბები

4322

დღის ამბები

2631

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

5 საათის წინ / 23 ივლისი 2026
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვივნენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.

მინისტრმა, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტი იქნება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

წელს განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს - image 2
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს - image 3
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს - image 4
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს - image 5
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს - image 6
Banner 1
წინა პოსტი

ტრამპი კობახიძეს I მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის ბანაკი წელს 3200 ახალგაზრდას უმასპინძლებს

ანაკლიის ბანაკი წელს 3200 ახალგაზრდას უმასპინძლებს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიის ბანაკი 1 ივლისს გაიხსნება

ანაკლიის ბანაკი 1 ივლისს გაიხსნება

დღის ამბები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ზუგდიდსა და წალენჯიხაში იმყოფებოდნენ

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]