„Tesla“-ს ახალ Roadster-ს ჰაერში მანევრირება შეუძლია

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი თაობის სპორტული ელექტრომობილი Roadster წარადგინა - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ავტომობილი კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით შეიქმნა და აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც მას ჰაერში აწევისა და მანევრირების საშუალებას აძლევს.
ტეხასში გამართულ პრეზენტაციაზე ავტომობილმა სპეციალური გამწევი მოწყობილობების გამოყენებით ჰაერში მოტრიალება, დაბრკოლებებზე გადახტომა და დაშვება შეძლო. ასევე აჩვენეს სპეციალური სისტემის დახმარებით ავტომობილის თავდაყირა გადაადგილება.
Tesla-ს განცხადებით, ახალი Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს აღემატება, ხოლო 0-დან დაახლოებით 97 კმ/სთ-მდე აჩქარება ერთ წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ერთი დამუხტვით ავტომობილს 480 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.
ილონ მასკის განცხადებით, ავტომობილის სერიული წარმოება 2028 წელს დაიწყება. საბოლოო გასაყიდი ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა.
ამასთან, ავტომობილის უჩვეულო შესაძლებლობების, განსაკუთრებით ჰაერში მანევრირების სისტემის, საჯარო გზებზე გამოყენების სამართლებრივი საკითხები ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
მსგავსი სიახლეები

ნადირაძე – ის, რომ სააკაშვილს რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის – ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედის გაკეთებული საცივი ჭამა, „ოლივიეც“, ხაჭაპურიც უჭამია, გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხანდახან ღვინო

„აგრომოტორსი“-ს ხელმძღვანელი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიწოდებული John Deere-ს ბამბის ამღები კომბაინის აწყობის პროცესს ადგილზე ეცნობა




