ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივების განცხადებით, ხდება ძველი ღობეების ახლით ჩანაცვლება და ბოძებზე ვიდეო-კამერების დამონტაჟება, რათა რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერონ.
“გვესმის მძიმე ტექნიკის ხმა, როგორც ხედავთ ძველი მავთუხლართები ახლით ჩაანაცვლეს, ასევე ბოძებზე დაამონტაჟეს ვიდეო-კამერები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასევე თხრიან დიდი ბარიერებს, თუმცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან, წყლის იქეთ რაც იყო ტერიტორიაზე, ანუ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავლებენ ახალ მავთულხლართებს,”- აცხადებენ ადგილობრივები.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





