მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული ამბულატორია გაიხსნა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა ესწრებოდნენ.
მუჟავას საექიმო ამბულატორიის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემო“. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „მედიკორი“ (ლიხტენშტეინი).
აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ სოფელ მუჟავაში აშენდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საექიმო ამბულატორია საზეიმოდ გაიხსნა

ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედანები გაიხსნა




