stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ტრამპი კობახიძეს I მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

ტრამპი კობახიძეს I მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

17 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1634

ამბები სვანეთიდან

99

არჩევნები

355

ახალი ამბები

4321

დღის ამბები

2630

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულტურა

ფოთის მერმა ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას -ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

28.06.2021 / 28 ივნისი 2021
ფოთის მერმა ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას -ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ფოთში ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა. 26 და 27 ივნისს, ქალაქის მთავარ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული 20-ზე მეტი ანსამბლი წარსდგა მაყურებლის წინაშე. ფესტივალს უკრაინელი მონაწილეებიც ყავდა.

,,ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ- კონკურსი“ 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი ემსახურება კოლხურ- ლაზური ფოლკლორის აღდგენა-განვითარებას, ხალხური შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მოზარდი თაობის ინტერესის გაღრმავებას, კულტურული დონის ამაღლებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ანსამბლების შემოქმედებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დაესწრნენ. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ყველასთვის საყვარელ ქართული ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას, ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,რუსთავის“ ხელმძღვანელს, ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს და საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავჯდომარეს, პრეზიდენტის ეროვნული პრემიის ლაურეატს, ქართული კულტურის რაინდს, ღირსების ორდენის კავალერს, ქართული ცეკვის საუკუნის მოცეკვავეს, უმაღლესი ქორეოგრაფიული ჯილდოს ,,საუკუნის მოცეკვავე-ლეგენდარული ომარ მხეიძე“ მფლობელს ომარ მხეიძეს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ფოთელთა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, საპატიო ფოთელის წოდება მიენიჭათ. ფესტივალის დასასრულს, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ჯანო ბაგრატიონის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლაზიკა“ ვარსკვლავი გაიხსნა.

Banner 1
წინა პოსტი

ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შემდეგი პოსტი

რა კეთდება და იგეგმება სენაკში ტურისტული მიმართულებით

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მერმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მერმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მერმა იაკობ გაგულაშვილს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მერმა იაკობ გაგულაშვილს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ცხრა სენაკელს ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ცხრა სენაკელს ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

დღის ამბები

მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ზუგდიდსა და წალენჯიხაში იმყოფებოდნენ

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა