სოხუმში ციტრუსის ნაძვის ხე დაიდგა მანდარინის ფესტივალის ფარგლებში

ოკუპირებულ სოხუმში მანდარინის ფესტივალის ფარგლებში ხუთ მეტრიანი მანდარინის ნაძვის ხე დაიდგა. ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში მოქლედი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მანდარინის ფესტივალი სოხუმში დღეს დაიწყო და რვა იანვრამდე გაიმართება.
მანდარინის ფესტივალის მთავარი ღონისძიებები ეთნოპარკში გაიმართება. ეთნოპარკში შესვლა ფასიანია ზრდასრულებისთვის შესვლა 1000 რუსული რუბლი, ხოლო ბავშვებისთვის 500 რუბლია. ადგილობრივ მოსახლეობისთვის ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს შესვლა უფასოა.




