ინალ არძიმბა: საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას „ომი არ სჭირდება“. ამის შესახებ აფხაზმა ე.წ. პოლიტიკოსმა მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, დადებული შეთანხმების მიედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა არძიმბამ.
ამავე შეხვედრაზე არძიმბამ სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც ისაუბრა და ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი გამოთქვა – წერს ეხოკავკაზა.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის


