ანაკლიაში, კახათსა და ინგირში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადდა [იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი]
![ანაკლიაში, კახათსა და ინგირში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადდა [იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი]](https://api.stv.ge/uploads/2024/03/62242737_1298064997027133_4646869548702629888_o.jpg)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის, ინგირის და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს საიტზე გამოაქვეყნა. სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, უნდა მოხდეს ანაკლიაში დგებუაძის ქუჩის რეაბილიტაცია, კახათში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო ინგირში ჭავჭავაძისა და დადიანის ქუჩების რეაბილიტაცია. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებაა 4 196 261 ლარი.
სამუშაოები განხორციელდება სამ ეტაპად, 2024 წელს 2 545 015 ლარი, 2025 წელს 2025 წელს, 651 246, ხოლო 2026 წელს 1მილიონი ლარი.
პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი კვირების მიხედვით. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.
ტენდერზე წიანდადებების მირება 6 მარტს დასრულდება.



![ზუგდიდის სოფლებში15 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა [იხილეთ ამონათვალი]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/24-.-გარადოკი-1-960x640.jpg)
