ზუგდიდის სოფლებში15 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა [იხილეთ ამონათვალი]
![ზუგდიდის სოფლებში15 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა [იხილეთ ამონათვალი]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/24-.-გარადოკი-1-960x640.jpg)
ზუგდიდის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების ღირებულება ჯამში 15 მილიონ ლარამდეა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
„ტენდერი გამოცხადდა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის, ინგირის და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს, ცაცხვის და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის – რუხის ადმინისტრაციულ ერთელში , რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის , ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში , სინწიდან სოფლის ცენტრამდე საავტომობილო გზის, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (ცაბაძის, ყაზბეგის და ჯიქიას ქუჩები) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის – ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში , სამანიოს , სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში საავტომობილო გზის , ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში , საფიფიოს უბანში საავტომობილო გზის , რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულში, რიყე -ზედაეწერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (პირველი ეტაპი) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის – ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის (მეოთხე ეტაპი ), შამგონას და კოკის (ნალიმას უბანი) ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის , ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდი წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



