ტყაია-რიყეს გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ტყაია-რიყეს გავლით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურამდე მისასვლელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 512 691 ლარია.
ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.



![ზუგდიდის სოფლებში15 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა [იხილეთ ამონათვალი]](https://api.stv.ge/uploads/2024/01/24-.-გარადოკი-1-960x640.jpg)