ე.წ. აფხაზეთი და სირია ურთიერთანამშრომლობის „დოკუმენტზე“ მუშაობენ

უწყებათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ე.წ. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო და სირიის იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტზე, ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლას ორმხრივი სამართლებრივი ინტერესის სფეროებში და ასევე ხელს შეუწყობს ორივე მხარის საქმიანობის განვითარებას და გაუმჯობესებას. შეთანხმების პროექტის ტექსტი ექვემდებარება მხარეთა წინასწარ სამუშაო დამტკიცებას“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის თანახმად ხელმოწერამდე გამოქვეყნდება ე.წ. დოკუმენტი ე.წ. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
მსგავსი სიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

„უცხოურ აგენტებზე“ აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა – ჯემალ გამახარია


