გუბერნატორი მოქლაქეებთან მიღებას ხვალ მარტვილში გამართავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩიამ მოქალაქეებთან მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, პირველი შეხვედრა გუბერნატორმა აბაშაში გამართა, ხვალ 28 ტებერვალს კი შეხვედრას მარტვილში გამართავს, ამის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს სამსახური ავრცელებს.
„28 თებერვალს, 11:00 საათიდან მარტვილში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.
მისამართი: ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა 10“ – წერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



