ჩხოროწყუს მერი ჩხოროწყუელ ახალგაზრდა მსახიობებს შეხვდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებულ თეატრალურ სტუდია ,,ალიონის“ , ხაბუმისა და მუხურის სკოლებთან არებული თეატრალური ჯგუფების ახალგაზრდა მსახიობებსა და მათ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თეატრალურ სტუდიაში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს, მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვეს, წარმატებები უსურვეს და მადლობა გადაუხადეს ფესტივალებში, სხვადასხვა ნომინაციაში მიღწეული გამარჯვებებისა და მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის.
ახალგაზრდა მსახიობები დღეს ქალაქ ქუთაისში , საერთაშორისო სასკოლო თეატრალურ ფესტივალში – ,,N-ოვაცია 2025“ მიიღებენ მონაწილეობას. ჩხოროწყუელ ახალგაზრდა მსახიობებს ვუსურვებთ წარმატებებს!




