სამტრედია-ზუგდიდი-რუხის მაგისტრალის საპროექტო ტენდერი 2026 წელს გამოცხადდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში 4-ზოლიანი მაგისტრალის განვითარებას გეგმავს. სამინისტროში BMG-ის წერილობით განუცხადებს, რომ სამტრედია-ზუგდიდი-რუხის მაგისტრალის საპროექტო ტენდერი 2026 წელს გამოცხადდება.
პროექტის შესახებ ოქტომბერში პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთის დეტალური პროექტირების მომზადება, რომელზეც მუშაობა დაწყებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციაზე. აღნიშნული მაგისტრალის – სამტრედია-ცაცხვის მონაკვეთი 4-ზოლიანი იქნება და ასევე 4-ზოლიანი იქნება ცაცხვი-რუხის მონაკვეთის სამუშაოებს ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ,“ – აღნიშნა მაშინ მინისტრმა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ახალი გზის პროექტირება და რა დაჯდება მისი მშენებლობა.




