ზუგდიდში დაზიანებული შუქნიშნების შესაკეთებლად ტენდერი გამოცხადდება

ზუგდიდში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შუქნიშნები დაზიანდა, რაც მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის. განცხადებას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
„მწყობრიდან გამოვიდა ხუბულავასა და აღმაშენებლის კვეთაზე მდებარე შუქნიშანი. თავისუფლებისა და თაბუკაშვილის კვეთაზე მდებარე შუქნიშანი. პუშკინისა და შარტავას ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშანი.
ზუგდიდის მერია უკვე მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.




