თაზო ფაცაცია მაია კალანდიას: შშმ პირს იყენებთ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად

ზუგდიდის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია და პარტია „ახლებიდან“ მაია კალანდია ერთმანეთს სოციალურ ქსელში უპირისპირდებიან.
თაზო ფაცაცია მაია კალანდიას პოლიტიკური “დივიდენდების” მისაღებად შშმ პირის გამოყენებაში ადანაშაულებს და წერს:
„ქალბატონ მაია კალანდიას, ვიცოდი რომ პოლიტიკის გამო მრავალ შეურაცხყოფას აყენებდით ადამიანებს, მაგრამ ასე როგორ დაეცით შშმ პირს იყენებთ პოლიტიკური “დივიდენდების” მისაღებად?! ნუთუ რამე შემაკავებელი არ არსებობს თქვენი პოლიტ კორეკტულობის?!
3 თვეა შშმ პირს აგზავნინებთ შეურაცხმყოფელ ხმოვან ჩანაწერებს, თქვენი გამოვლინება და სახის გამოჩენა ყოველთვის მე მიწევდა და მიწევს დღესაც, არ გაწუხებთ გავიგე, მაგრამ თქვენი ოჯახის წევრი რომ იყოს მასაც ასე გაუკეთებდით? გამოიყენებდით და მერე “დამწუხრდებოდით”?
არ არის ჩემთვის ახალი ტალახის და სიბინძურის სროლა და ლანძღვა, ასეთი პასკვილები ერთდღიანია ხოლო სიმართლე და სამართალი გზას არასოდეს დაკარგავს, სახეს ნუ დაკარგავთ ადამიანურს რჩევა ჩემგან“ – წერს თაზო ფაცაცია.
მაია კალანდია ავრცელებს თაზო ფაცაციას მიერ მოქალაქითვის გაგზავნილ ხმოვანი შეტყობინების ფრაგმენტს და თან წერს:
„ჩვენთან დგას აქციაზე ეს ადამიანი ხშირად, შშმ პირია. ყველას გვემეგობრება, ასე ვიცნობთ – ჩვენი ბაჩუკი. გვემესიჯება, გვირეკავს, გვგულშემატკივრობს. ზოგადად კომუნიკაციის უნარს არ უჩივის და ქალაქში ყველას იცნობს. ამასწინათ მითხრა, მემუქრებიანო, გამეცინა და არ დავიჯერე. დღეს მიგზავნის ხმოვან მესიჯს, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მუქარის მესიჯს უგზავნის ბაჩუკის.“ წერს მაია კალანდია.



