ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის ტექნოპარკში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშზე წარმოდგენილი იყო წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები, მიღწეული შედეგები და მომავალი განვითარების გეგმები.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე გიორგი ნადარაია, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კოლეჯების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის, სტარტაპ ეკოსისტემის წევრები, ტექნოპარკის პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა ტექნოპარკის საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე, ფაბლაბის აქტივობებზე და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.
წლის განმავლობაში ტექნოპარკის პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართული იყო ასობით მოსწავლე, სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებმაც მიიღეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ზუგდიდის ტექნოპარკი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებისა და სტარტაპების მხარდაჭერას.






