დავით კოდუამ ორსანტიისა და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ახალი წარმომადგენლები დანიშნა

ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, ორსანტიისა და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ახალი წარმომადგენლები წარადგინა.
დავით კოდუამ ახალ წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი საჭიროებების სწრაფი და ეფექტიანი მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით მოვემსახუროთ. თითოეული წარმომადგენელი ადგილობრივებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა პრობლემებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება,“ – განაცხადა დავით კოდუამ.
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ილია ცაიშვილი დაინიშნა, ხოლო ორსანტიაში – ლაშა აბშილავა.




