ზუგდიდის მერია სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას შეახსენებს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება სავალდებულო სამშენებლო ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ნებართვის მიღება აუცილებელია -უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის, სამუშაოების სწორად დაგეგმვისთვისა და მუნიციპალურ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
სამუშაოების დაწყებამდე მოქალაქეებს შეუძლიათ კონსულტაციის მიღება მერიის შესაბამის სამსახურებში, მითითებულ ნომრებზე:
591932530
591447597
ასევე, ზუგდიდის მერიის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია სამშენებლო ნებართვების გაცემის დეტალური გზამკვლევი, სადაც აღნიშნულია მოთხოვნები, ეტაპები და საჭირო დოკუმენტაცია.
იხილეთ გზამკვლევი:




