11 მარტიდან 15 აპრილამდე, თავისუფლების ქუჩის ნაწილი ჩაიკეტება – ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს

წყალარინების სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით, 11 მარტიდან 15 აპრილამდე, თავისუფლების ქუჩის N 244 საცხოვრებელი სახლიდან N 280 საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზა ჩაიკეტება.
მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ გრიგოლ ხანძთელისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩით(ჯუმის ადმინისტრაციული ერთეული).




