სენაკის ახალმა საკრებულომ თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისეიბის ხელმძღვანელები აირჩია

2025 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. მერვე მოწვევის საკრებულო 33 წევრისაგან შედგება, მათ შორის 18 მაჟორიტარი და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 32 მანდატი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო 1 პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“. სხდომას საკრებულოს 32 წევრი ესწრებოდა.
დღევანდელი საკრებულოს სხდომა გახსნა სენაკის N64 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე შუშანიამ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ბადრი შარტავა გაუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ჩვიდმეტი საკითხი გააცნო.
სხდომაზე გაიმართა საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები, რომლის ჩატარება ხმისდამთვლელმა დროებითმა კომისიამ უზრუნველყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობებზე ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით, არჩეულ იქნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ – ჯუმბერ ტყებუჩავა, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – ლევან უჩანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილეებად – მანანა გვიჩია და გიგა წურწუმია.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი კალანდარიშვილი აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი კალანდარიშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ინგა ქარდავა, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი შომახია, ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – ბადრი ხურცია.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
სხდომამ ცნობად მიიღო ინფორმაცია ფრაქციების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ,,ხალხის ძალის“ შექმნის შესახებ. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე-ზაზა ნაჭყებია, ხოლო ფრაქცია ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ – ლევან ჯინორია.
მსგავსი სიახლეები

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს

სენაკის მერი: ოპოზიციამ სენაკის საკრებულოში შეაფერხა პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესი


