დავით ბუკია: მთავარი გამარჯვებები, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე, ჯერ კიდევ წინ გვაქვს

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია დღეიდან მერის მოვალეობის შესრულებას მეორე ვადით შეუდგა.
,,დღეს ოფიციალურად შევუდექი ხობის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების მეორე ვადით განხორციელებას.
ნდობა, რომელიც ხობელებმა გამომიცხადეს და შესაძლებლობა – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ვემსახურო ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს ჩემთვის უდიდესი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
არაერთხელ მითქვამს, რომ ერთობა ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი წარმატებისა და გამარჯვების უპირობო ქვაკუთხედს, გასული ოთხი წლის განმავლობაში, სწორედ ასე, საერთო შრომით შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის არაერთი სასიკეთო ცვლილების განხორციელება.
მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს გუნდს, ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული, კონკრეტული გეგმა, რომელსაც საერთო ძალისხმევითა და ჩემი ხობელების ჩართულობით აუცილებლად განვახორციელებთ, რათა ხობი იქცეს კიდევ უფრო ლამაზ და მეტად განვითარებულ მუნიციპალიტეტად.
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისათვის!
დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი გამარჯვებები, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე, ჯერ კიდევ წინ გვაქვს” – წერს ბუკია სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება

დავით ვერავა: მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს


