ვახტანგ გადელია: ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე

სენაკის მერის ვახტანგ გადელიას უფლებამოსილება მეორე ვადით დღეიფან დაიწყო. გადელია ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ:
,,დღეიდან ოფიციალურად ვაგრძელებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით.
ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის, თითოეული ოჯახისა და მომავლის წინაშე.
ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ერთად არაერთი წარმატება მოვიპოვეთ, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები, ჩვენ გავუღეთ კარი ახალ შესაძლებლობებს – სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე. ერთიანი ძალისხმევითა და მიზანდასახულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას.
მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
წინ დიდი პროექტებია და მჯერა, რომ სასიკეთო საქმეებს ერთად, წარმატებით განვახორციელებთ!” – აცხადებს ვახტანგ გადელია
მსგავსი სიახლეები

გიორგი გუგუჩია – დავიწყოთ ყველა იმ დაპირების განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს


