გიორგი გუგუჩია – დავიწყოთ ყველა იმ დაპირების განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით

წალენჯიხის მერი სხვა დანარჩენ მერებთან ერთად იყო მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრისგან მერებმა მიიღეს დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დაიწყონ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე იყო გაცემული წინა პერიოდში.
„ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში. რაც შეეხება წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ინტერესებშია. ის იყო სხვა დანარჩენ მერებთან ერთად მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ჯერჯრობით არ გამოჩენილა”, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს

ბექა ვაჭარაძე: მნიშვნელოვანია მალევე დავიწყოთ ყველა იმ საკითხზე მუშაობა, რაზეც წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან ვსაუბრობდით


