დავით ვერავა აბაშასა და მარტვილში მერობის კანდიდატებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატთან გიგა გაბელაიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ გიორგი ნაჭყებიასთან ერთად მოქალქეებს შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრა აბაშაში, სოფელ კეთილარში, ხოლო მარტვილში, სოფელ გაჭედილში გაიმართა.
„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრა, „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატთან გიგა გაბელაიასთან ერთად გავმართეთ. მოქალქეებს კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათთვის კარგად ნაცნობი და გამოცდილი კადრი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბაქარ შელია.
კეთილარი ერთ-ერთი დიდი სოფელია აბაშის მუნიციპალიტეტში, რომელსაც კარგი განვითარების პოტენციალი აქვს. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება, რაც აქ მცხოვრებ მოქალქეებს კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და შესაძლებლობას მოუტანს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი ამბულატორია, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კეთილარში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო გულეიკარში ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოზარდებს ექნებათ სრულად კეთილმოწყობილი სასწავლო სივრცე.
ამასთან, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიჭრა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – სოფელს უკვე ემსახურება თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ადგილობრივებს ყოველდღიურ გადაადგილებას საგრძნობლად უმარტივებს.
ჩვენ გიგასთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ აბაშაში“ აცხადებს ვერავა აბაშის შეხევდარსტან დაკავშირებით.
სახელმწიფო რწმუნებულმა აბაშის შემდეგ შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართა, მარტვილში მერობის კანდიდიატი გიორგი ნაჭყებიაა, ის პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოდის:
„მოქალქეებს გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბალდაში შევხვდით, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ წულაია. წარმატებები გიორგის და მის გუნდს.
ბალდა ტურისტულად მიმზიდველი სოფელია მარტვილის მუნიციპალიტეტში და მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოეწყო მარტვილის კანიონი და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა, რამაც გაზარდა მარტვილის ცნობადობა და შემოსავალი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ოჯახებისთვის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფელში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები.
ჩვენ გიორგისთან და მის ადგილობრივ გუნდთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ძალიან ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ ქალაქ მარტვილში და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.






