ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, თითოეული უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს”

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე კუნძულის უბანში, კაცაძის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობას მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – სანდრო ქუშაშვილი, ნიკა იზორია და შოთა გაბუნია წარუდგინა.
ფოთში, კუნძულის უბანში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კაცაძისა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
გრძელდენა მუშაობა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარებაზე.
„ჩვენი მიზანია, თითოეული უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.




მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

მალხაზ თორია: ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება და ზრუნვა


