დღეს ანაკლიაში ელენე ფოჩხუა იმღერებს

დღეს, ანაკლიაში “მუსიკალური საღამოები” ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტით გაგრძელდება. ასევე, მონაწილეობენ სოფო პაპუაშვილი და მირზა მოდებაძე. დასაწყისი 20:00 საათზე.
ღონისძიებები, ზუგდიდის მერიის, სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა (DMO) და შპს Anaklia-Ganmukhuri Resorts-ის მხარდაჭერით იმართება.
მანამდე კი ანაკლიაში ,,ურსამ“, “ქუჩის ბიჭებმა” , მარიკა თხელიძემ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს.





