მალთაყვის განახლებულ სანაპიროზე ზაფხულის პირველი კონცერტი 21 ივლისს გაიმართება

21 ივლისს, 19:30 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, ზაფხულის პირველ კონცერტი გაიმართება. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ კონცერტზე მაყურებლის წინაშე „ბენდი 1/4 ლინდა ადამიასთან“ ერთად, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ბენდი ,,კაი ტიპები” წარსდგებიან. საღამოს კი DJ გიგა პაპასკირი და DJ მაშო დაასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას ასევე იღებს ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band.
ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთსა და ფრენბურთში. 19:00 საათიდან, ღონისძიებების დასრულებამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.




