ხობში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქალაქ ხობში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
“ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის” შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა. ცენტრალურ პარკში მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, ხოლო, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.








