stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებივიდეო ამბებიმთავარი ამბები

აკაკი ჯიჯელავას დეკორატიული სილამაზე სოფელ ტალერში [ფოტო/ვიდეო]

12.04.2025 / 12 აპრილი 2025
აკაკი ჯიჯელავას დეკორატიული სილამაზე სოფელ ტალერში [ფოტო/ვიდეო]

სოფელი ტალერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტშია, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 310 მეტრზე და მარტვილიდან 25 კილომეტრში. ეს მხარე საოცარი ბუნებითაა ცნობილი, ბოლო წლებში მარტვილის კანიონმა ქვეყანაშიც და მის გარეთაც გაითქვა სახელი და უამრავი ტურისტიც სტუმრობს. მართალია, სოფელ ტალერს დენდროლოგიური პარკი არა აქვს, თუმცა მის ერთ-ერთ მკვიდრს, აკაკი ჯიჯელავას საკუთარ ეზოში სწორედ დენდროლოგიური პარკი აქვს თავისი ხელით გაშენებული. ბატონი აკაკი 15 წელიწადია შრომობს თავისი ჩანაფიქრის კიდევ უფრო სრულყოფისთვის. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია და თავისი გასაოცარი ბაღის შესახებ მოგვითხრობს.

აკაკი ჯიჯელავა:

– თავიდან მძღოლი ვიყავი, მესამე კლასის, მერე პირველი კლასის მძღოლი გავხდი – ეს იყო ჩემი პროფესია… მანამდე საბჭოთა ჯარში, 1977-1979 წლებში გერმანიაში ვიმსახურე და ძალიან მომეწონა იქაური სიკოხტავე, მოვლილი გარემო, ბაღები, აივნები. ბევრი კარგი რამ ვნახე იქ, თანაც ბავშვობიდან ჩვენებურ, მეგრული სუფთა და მოვლილი ეზოების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რაც მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი, ოჯახი ეზოს ყურადღებას არ ვაკლებდით… დიდობაშიც სულ მქონდა სურვილი, ყვავილებით, მცენარეებით, დეკორაციებით გალამაზებული ეზო მქონოდა.

სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. რაღაც თანხა მოვაგროვე, რომ ეზოსთვის მიმეხედა, და მალე ქვეყანაც აირია, 90-იანი წლები დადგა… მაგრამ გამწვანებულ ეზოზე ფიქრი არ შემიწყვეტია… შემდეგ, როგორც იქნა, დავიწყე ჩემი იდეის ხორცშესხმა და მინდვრის მოსწორებას შევუდექი.

– ეს ადგილი, სადაც ბაღი გაქვთ გაშენებული, მამა-პაპეული მიწაა?

– მამაჩემი ძირ ოჯახს რომ გამოეყო, აქ დასახლდა და მას მერე აქ ვართ (მამა გარდაცვლილია). ამ მიწის მოსწორება 2006-2007 წელებში დავიწყე.

– ბუჩქნარით ასეთი კომპოზიციების შექმნა თავიდანვე გადაწყვიტეთ თუ იდეა თანდათან მოვიდა?

– ტრაბახში არ ჩამომართვათ და, საქმეს რომ მივადგები, თავს არ ვანებებ, რაც არ გამომდის, რაც რთულია, მაინც ის უნდა გავაკეთო – “მკვდარი გავაცოცხლო”. არც ეს ჩამითვალოთ ტრაბახში და, საქმეშიც არაფერი მეშლება, ყოველთვის ვიცი, რა როგორ გავაკეთო.

ახლა ჩემს ეზოში მანქანაც შემოდის, წრესაც ურტყამს და თან ეს დეკორაციებიც ასეა გაშლილი. შემოსასვლელში ჯვარი და გულია, მაქვს ხუთჯვრიანი დროშა, ვარსკვლავები… კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ფინანსურად მაინცდამაინც არა მაქვს ჩემი იდეების ხორცშესხმის საშუალება.

– თქვენი ფორმირებული ბუჩქი რა მცენარეა?

– ლიგუსტრუმის ჯიშია (ქართულად კვიდო. – რედ.), მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. ეს ყველაფერი სულ 20-25-სანტიმეტრიანი კალმებით მაქვს გაშენებული. 2200 კალამი დავრგე და თითქმის ყველამ გაიხარა. რაც ამ მცენარისგან საბოლოოდ შევქმენი, იმას ნელ-ნელა ვაკეთებდი. ერთი, ერთ წელს გავაკეთე, მეორე – შემდეგ წელს და ასე. თუმცა სულ თავიდან სამი წელიწადი ამ მინდვრის გასწორებას მოვანდომე. აქედან მიწა 70-80 სატვირთო მანქანით მაქვს გატანილი. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი და იმ სამი წლის განმავლობაში ბარი და ურიკა ხელიდან არ გამიგდია. კარგ ამინდში დღე და ღამე ვთხრიდი… ახლა ჩემი ნამუშევრები 2500 კვადრატზეა გაშლილი და კიდევ მინდა დავამატო.

– საქართველო ინგლისურად დაგიწერიათ…

– “ჯორჯია” ინგლისურად დავაწერე და ქართულადაც მინდა დავაწერო. გაკეთებული მაქვს ჩვენი 5-ჯვრიანი დროშა, შემოსასვლელში ჯვარი და გული მაქვს – კაცი რომ შემოდის, ხომ გულით მასპინძლობ და უფალს დიდებას უძღვნი, ჯვარიც უფლის სადიდებლადაა. კიდევ სხვადასხვა კომპოზიციისა და დეკორაციის გასაკეთებლად ბევრი იდეა მაქვს. მოკლედ, არ ვჩერდები. 2010 წლიდან ვზრდი მცენარეებს, ეზოს ვუვლი და ვალამაზებ.

– ეზოში, როგორც ვიცი, მხოლოდ ეს ბუჩქნარი არ არის ასე დეკორატიულად გაშლილი, სხვა მცენარეებიც გაქვთ.

– კი, სხვა მცენარეებიცაა, მაგალითად, ემონიუსი, ვარდები… ახლა ხისგან დევს ვაკეთებ – 3,3 მეტრი სიმაღლის იქნება, ცალ ხელში ყანწი ეჭირება, ცალში – დოქი. რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს ჩემი ხედვითა და გემოვნებით ვქმნი.

ამ ბუჩქებს მაისის შუა რიცხვებიდან შემოდგომამდე 3-4-ჯერ გადაჭრა უნდა. შემდეგ გასუფთავება, გატანა. სასუქის მიწოდება და ყველანაირი ხელშეწყობა… ხანდახან მავნებლები ესევიან და წამალს ვასხურებ.

– ეს ყველაფერი არსად გისწავლიათ, მხოლოდ თქვენი წარმოსახვით აკეთებთ?

– დიახ. სხვებისთვის როცა მიკითხავს, ერთი ერთს გეუბნება, მეორე – მეორეს, რა დროსაც იბნევი, აღარ იცი, ვის აზრს გაჰყვე და საქმესაც თავს ვერ აბამ. ამიტომ ჩემს გემოზე მივყვები ყველაფერს.

– საქართველო ინგლისურად რომ დააწერეთ, რა პრინციპით გააკეთეთ?

– საქართველო რომ დავაწერე ინგლისურად, მანამდე მიწა მოვასწორე, ლამიც დავყარე, მერე ჯოხით ჯერ Gეორგია დავწერე და იქ კალმები ჩავრგე. მცენარეს მორწყვაც ხომ უნდა.

– როგორც მითხარით, ყანასაც უვლით და საქონელსაც.

– კი, ძროხებიც მყავს, თხილიც მაქვს. მეუღლე მეხმარება, მაგრამ ოჯახში იმდენი საქმეა, ამ ყველაფერზე მთლიანად მე ვარ განპიროვნებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მეუღლესაც უამრავი საქმე აქვს. ეს ბაღი სამეურნეო და საოჯახო საქმეების პარალელურად გავაშენე, რისთვისაც სულ მუშაობა მიწევს. დილას საქონელს რომ მივხედავ, მერე ყანა მაქვს გასათოხნი, თხილის ბაღშიცაა სამუშაო, ოჯახის საქმეებს კიდევ რა გამოლევს…

– ტურისტებსაც ხომ არ იღებთ, რომ თქვენი ეზო-პარკი დაათვალიერონ?

– ჯერ არა, ამისთვის ვემზადები. თუმცა “აწარმოე საქართველოს” მივმართე, დახმარება მინდოდა, მაგრამ უშედეგოდ. ოჯახური ტიპის სასტუმრო მინდოდა. ადგილი ჩვენთან კარგია. კანიონის სანახავად ტურისტებისთვის საუკეთესოა, ხალხიც დადის, მაგრამ რომ მიიღო, სივრცე უნდა გქონდეს. საჭირო ნახაზიც გავაკეთე, მერე მივმართე სახელმწიფო პროგრამას, მაგრამ უშედეგოდ. ბანკსაც მივმართე, ხარჯთაღრიცხვით 200.000 ლარი უნდოდა. შესაბამისი შემოსავალი უნდა გქონდესო. 200.000 რომ მქონოდა, ბანკს ხომ არ შევაწუხებდი?! იქნებ ვინმე გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდეს და მხარში დამიდგეს, დამეხმაროს…

– მოკლედ, იწვალეთ, იშრომეთ და მიზანს მაინც მიაღწიეთ. დაინტერესებულ ადამიანებს რას ეტყვით?

– ვის რა უნდა, წინასწარ ხომ არ ვიცი, – თუ მკითხავენ კონკრეტულად, ვეტყვი, რომ ამ ფორმას ასე უნდა, იმ ფორმას – ისე და იმის მიხედვით გააკეთოს. მნიშვნელოვანია, ადამიანს ინტერესი და იდეა ჰქონდეს. საკუთარი შესაძლებლობებიც უნდა გათვალოს და შრომა არ დაეზაროს.

მასალა გამოქვეყნდა კვირის პალიტრაში. ავტორი: ლალი ფაცია

წინა პოსტი

ალენ ბერსე: ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი… ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას

შემდეგი პოსტი

ეპარქია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალსოფელში [ფოტო და ვიდეო]

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახალსოფელში [ფოტო და ვიდეო]

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფოტო-ვიდეო კონკურსი გაიმართა