დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ლევან ჯღარკავასთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამმართველოს საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი თითოეული რეგიონული სამმართველოს გაძლიერების უწყვეტი პროცესი უმნიშვნელოვანესია.





მსგავსი სიახლეები

სოფელ ჭითაწყარში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა

გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა


