ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

„დამიჭირე მხარი“ – ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ყველა მონაწილე.
21 მარტის მთავარი გმირები ფერად და მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ – იცინეს, იცეკვეს და ბევრი ადამიანისთვის გასცეს სითბო.
ფოთის მერია აქტიურად უჭერს მხარს დაუნის სინდრომის მქონე პირებს, რათა მათ იცხოვრონ სრულფასოვან და სტერეოტიპებისაგან თავისუფალ გარემოში!




