დაუნის სინდრომის დღეს წალენჯიხის ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა

მსოფლიო დაუნის სინდრომის დღესტან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის ბავშვთა რეაბილიტაცია- აბილიტაციის ცენტრში დღეს სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელეს.
„აქვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ცენტრის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს გაესაუბრნენ.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
21 მარტი ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 გახლავღ სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის.
დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება.
დაუნის სინდრომი დაავადება არაა,ის გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნის სინდრომი პირველად მეცნიერმა დაუნმა აღწერა.“ – წეია წალენჯიხის მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

სენაკის მერია დაუნის სინდრომის დღეს შეუერთდა

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.


