ქალაქ ხობში ფიტნესის დარბაზი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა.
ფიტნეს დარბაზის გახსნის ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფიტნეს დარბაზის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.






