stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებისაზოგადოება

სენაკის მერია ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განცხადების მიღებას იწყებს

18.03.2025 / 18 მარტი 2025
სენაკის მერია ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განცხადების მიღებას იწყებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განცხადების მიღებას იწყებს. ინგორმაციას სენაკის მერია ავრცელებს:

,,საკონკურსო კომისიის რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია ხელმძღვანელობს, განსაზღვრა გამოცხადებული კონკურსის ვადები და ეტაპები:

განცხადების მიღება დაიწყება 1 აპრილიდან და გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით.
საკონკურსო იდეის – განაცხადის შერჩევის ვადებად განისაზღვრა – 27 -30 აპრილი.
გასაუბრება გაიმართება 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.
გამარჯვებული ბენეფიციარები 30 აგვისტოს გამოვლინდებიან.

მსურველებს, პროექტის დაწერა შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით:

სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა, მეთევზეობა, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია;

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში – მზის პანელები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, სასათბურე კონსტრუქცია, ხელოვნური განათება, ელექტრომწყემსი და სხვა;

აგროტურიზმის განვითარება – ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურეობა;

ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას.

პროექტის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს:

იდეის აღწერას;

პროექტის მიზანს და ამოცანებს;

მოსალოდნელ შედეგებს;

ბიუჯეტს.

კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი – ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ახალგაზრდა ან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი;

უპირატესობა ენიჭება:

ახალი ბიზნესის წამოწყებას;

ინოვაციურ პროექტს ,რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას;

ახალგაზრდა (35 წლის ასაკის ჩათვლით) სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;

მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (დედის) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე დედის (ოთხი ან მეტი შვილი 18 წლამდე) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;

პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 1 000 ლარი; მაქსიმალური ბიუჯეტი – 5 000 ლარი.

თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მოთხოვნილი თანხა ტოლია ან აღემატება 4 000 ლარს;

თანამონაწილეობა უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი თანხის 20 %.

თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა;

შესაძლებელია, გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) აქტივის შეძენა.

მსურველებს, საპროექტო წინადადების წარდგენა შეეძლებათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com;

დამატებით ინფორმაციას მიიღებენ: 599 85 75 52 – დალი ქაჩიბაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, კომისიის მდივანს.

2024 წელს, ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მერიამ, 5 პროექტი დააფინანსა:

,,გარემო – ყვავილებისთვის;

,,მზის ენერგია – დანახარჯების დაზოგვისა და ეკოლოგიური გარემოს შექმნისთვის“;

,,იშვიათი ჯიშების შინაური ფრინველების მოშენება, რეპროდუქცია და რეალიზაცია“;

,,ჯოკას ქოხი“ – აგროტურისტებისთვის; ,,ფუტკრის ოჯახების მოშენება“ – ნათქვამია სენაკის მერიის მიერ გავრველებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლმა საგანგებო თათბირი გამართა

შემდეგი პოსტი

ქალაქ ხობში ფიტნესის დარბაზი გაიხსნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სენაკის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სენაკის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, შერჩეულია

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, შერჩეულია