წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლმა საგანგებო თათბირი გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მერის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო თათბირი გამართა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დეტალურად იქნა განცილული ყველა ის პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო დროს იჩინა თავი-საქმე მოხშირებულ ხანძრებს ეხება.
საუბარი შეეხო ასევე სტიქიის (წყალდიდობის) შემთხვევაში პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
,,საგანგებო თათბირი გავმართეთ, რათა დეტალურად გაგვევლო ყველა ის პრობლემა, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს, განსაკუთრებით ბოლო დროის მოვლენები, რომელიც ეხება მომრავლებულ ხანძრებს ადმინისტრაციულ ერთეულებს. ვეცადეთ დაგვედგინა გამომწვევი მიზეზები და პრევენციული ღონისძიებები გაგვეტარებინა, მათ შორის, დაგვეგეგმა გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. თუ რა ზიანი მიადგება ამით როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობას.
ხანძრები მეტწილად გამოწვეული იყო მიწაზე საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებით, რაც ხანძრიდან გამომდინარე, ყოველდღიურად პრობლემებს ქმნის.
ჩვენ დავავალეთ მერის წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად იკონტაქტონ მოსახლეობასთან და თითოეული მსგავსი კერა კონტროლზე აიყვანონ და უშუალოდ მათი მეთვალყურეობით მოხდეს ხანძრის კერების ლოკალიზება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წინ კიდევ გვაქვს საკმაოდ დიდი პერიოდი, ეს სამუშაოები გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი ორგანიზებული უნდა იყოს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში რისკის შემცველი ლოკაციების დადგენასა და გარკვეული ჩამონათვალის გაკეთებას. უნდა გვქონდეს ცალკეული რუკა და ჩამონათვალი იმ ადგილებისა, სადაც შესაძლოა, წყალდიდობამ გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს, ეს იქნება გზები, ხიდები თუ სხვადასხვა და ჩვენ პრევენციული ღონისძიებები წინასწარ უნდა გავატაროთ”.-აღნიშნა ივანე ბურდულმა.




