ზუგდიდის მუნციციპალური ტრანსპორტი გავრცელებულ ყალბ ფეისბუქ ინფორმაციებს ეხმიანება

ზუგდიდიდს მუნიციპალური ტრანსპორტი ფეისბუქზე ყალბი ანგარიშებიდან გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება.
„ მოქალაქეების საყურადღებოდ, შეიქმნა გვერდი რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას 1 წლიანი სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვერდი და შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს. ყველა სიახლე ქვეყნდება მხოლოდ და მხოლოდ „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი / Zugdidi Municipal Transport
გთხოვთ საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიყვეთ მათ ინსტრუქციას. პატივისცემით, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია“ – ამბობენ „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში“.




