ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს და პედაგოგებს უფასოდ მოემსახურება

მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ მომსახურებით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, ასევე საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები ისარგებლებენ.
მერიის ბიუჯეტიდან ამისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.




