ფესტივალის სამზადისი ანაკლიაში აქტიურად მიმდინარეობს

ანაკლიაში Check in Georgia 2018-ის ფარგლებში, 23-26 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,ECHOWAVES” გაიმართება.
ფესტივალის სამზადისი ანაკლიაში აქტიურად მიმდინარეობს.
ანაკლიაში არსებულ წრეზე 6 ერთეული ისლის დასახელების სანათი მოეწყო, ამფითეატრში შუშები და კარები გამოიცვალა, გაიკრიჭა ბალახი, სამაშველო კოშკურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეაბილიტირდა ბულვარში არსებული ღია დუშების იატაკები, ხიდზე გამოიცვალა შუშები, განმუხურის შადრევანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მოადგილე მაიზერ ნანავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დაათვალიერა.
ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.
ფესტივალში მონაწილეობას 150-ზე მეტი არტისტი მიიღებს. ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება.
მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.
აგრეთვე, ლაშა გოგიამ განმუხურის სტადიონის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრო.





