,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სენაკის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, იურიდიული განყოფილების უფროსი რამაზ კუპრეიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელნიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სისტემატურ ხასიათს ატარებს. შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად იქნა განხილული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ხარისხი და ვადები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილი სა მშენებლო სამუშაოები კი, ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს. სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, ხიდების, მინი საფეხბურთო მოედნების და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ 193 ინფრასტრუქტურული პროექტის არასრული ჩამონათვალია, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში გაგრძელდება, სადაც მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნობა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.




