შინმოვლის პროგრამის დანერგვის ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

- სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“ თავმჯდომარეს, რუსლან საჯაიას, ასოციაციის მენეჯერს, ანჟელა ხუხუას, ,,ASB Georgia“ პროექტის მენეჯერს, ზვიად მოდებაძესა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნუკრი მილორავას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა, სენაკის მუნიციპალიტეტში, შინმოვლის სერვისის პროგრამის დანერგვას შეეხო.
პროექტი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურების კომპლექსს მოიცავს.




