„ბედნიერების ფონდი“ ახალ სასწავლო კურსს იწყებს – (გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ!

ბედნიერების ფონდი იწყებს სასწავლო კურსს – (გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ!
კურსის მიზანია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალთა შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, მიზნების განხორციელებისა და თვითრეალიზაციისთვის საჭირო პრაქტიკული, რბილი უნარების განვითარება, მათი პროდუქტიულობის, მოტივაციისა და ინსპირაციის ამაღლება.
კურსის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 40 ქალს (+18) მიეცემა შესაძლებლობა არა მხოლოდ უანგაროდ გაიაროს ორკვირიანი სასწავლო კურსი, არამედ საჩუქარად მიიღოს ინსპირაციული ბარათები მიზნის რელიზაციისა და წარმატებისთვის.
სასწავლო კურსი შედგება 5 ონლაინ შეხვედრა Zoom ფორმატში 5 თემატიკაზე:
27 მარტს, 20 საათზე – ცვლილებების კატალიზატორი რეალობის მართვისა და ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის;
1 აპრილს, 20 საათზე – მოტივაციის თეორიები;
3 აპრილს, 20 საათზე – უილიამ ჯეიმსის თვითშეფასების თეორია და თვითშემეცნება _ გზა თვითრეალიზაციისთის;
8 აპრილს, 20 საათზე – სტივენ კოვის 4 სახის ინტელექტი, ლესტერ ლევენსონის მეთოდი, პეპლის, კონკორდის და ბაბუაწვერას ეფექტები – რა უნდა გავითვალისწინოთ მიზნების რეალიზაციისას;
10 აპრილს, 20 საათზე – ინსპირაციული ბარათების გამოყენების წესი, გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ.
გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
სასწავლო კურსი უფასოა + ინსპირაციული ბარათები საჩუქრად.
ინსპირაციულ ბარათებს საჩუქრად მიიღებს მხოლოდ ის, ვინც სრულად დაესწრება ხუთივე ვებინარს.
ვისაც სურს მიიღოს ორენოვანი ელექტრონული სერთიფიკატი, მისი ღირებულებაა 25 ლარი, რომელიც მოხმარდება აივ/შიდსის ვირუსის მქონე ბავშვებს.
სასწავლო კურსის მხარდამჭერია ემიგრანტი გერმანიიდან ლელა გრისბახი – დოქტორანტი, უნივერსიტეტის ლექტორი, მენეჯერი და სოციალური სტარტაპერი.
წინასწარი უფასო რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე 👉 https://forms.gle/oMfSDAwwsfqnAm4AA
რეგისტრაცია 12 მარტის ჩათვლით.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო stv.ge




