stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

ბედნიერების ფონდი 20 მარტიდან ბედნიერების კვირეულის აღნიშვნას იწყებს

17.03.2024 / 17 მარტი 2024
ბედნიერების ფონდი 20 მარტიდან ბედნიერების კვირეულის აღნიშვნას იწყებს

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. პირველად ბედნიერების საერთაშორისო დღე 2013 წელს აღინიშნა. ეს დღე წელს ლონდონში აღინიშნება ორდღიანი სამიტით,  სადაც სხვადასხვა ყვეყნებიდან 41 სპიკერი იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ბედნიერების ფონდი ავრცელებს

,,გაეროს მდგრადი განვითარების ქსელი ყოველწლიურად აქვეყნებს ბედნიერი ქვეყნების შესახებ ანგარიშებს და სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 66/281 რეზოლუციით იქნა დადგენილი 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ.

ბედნიერებისადმი მზარდი საერთაშორისო ინტერესი ბუტანის წყალობით არსებობს. სწორედ ბუტანის მეფის განკარგულებით შემუშავდა მაჩვენებელი, რომელსაც ბედნიერების ერთიანი ეროვნული ინდექსი (GNH) ეწოდა და რომელიც 6 უმთავრესი  ცვლადით იზომება: 1.  სოციალური მხარდაჭერა; 2. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 3. მესამე – ჯანმრთელობის დაცვა 4. მეოთხე- თავისუფლება, 5. მეხუთე – კეთილშობილება და 6. მეექვსე – კორუფციის არარსებობა. 

სწორედ ბუტანია ის ქვეყანა, რომლის ინიციატივით გაეროს გენერალური ასამბლეამოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს „მეტიმნიშვნელობა მიანიჭონ ბედნიერებას, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიღწევის საზომს“. 

ბედნიერების ინდექსი ბევრ ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკის შესაფასებლად და ასოცირდება მოქალაქეთა საჭიროებების დაკმაყოფილებასთან, ხარისხიანი და დროული მომსახურებების მიწოდება-ხელმისაწვდომობასთან და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან, 

მეორე მხრივ კი, რასაკვირველია, ბედნიერება დამოკიდებულია ადამიანების სუბექტურ აღქმებთან, ანუ ვინ როგორ განმარტავს ბედნიერებას, ასევე, მათ მიერ გაკეთებულ ცნობიერ არჩევანთან, გადაწყვეტილების მიღებასა და პასუხისმგებლობის გააზრებასთან,  ასევე, უნივერსალურ ღირებულებებთან, როგორიცაა სამართლიანობა, თანასწორობა და ყოველდღიური სიკეთისსხვადასხვა ფორმებთან. ფილოკალიასთან – ანუ სიკეთისმოყვარეობასთან და იმასთან, თუ რა სიკეთე მოგაქვს საკუთარი თავისა და გარშემო ადამიანებისთვის. 

ბედნიერების ფონდი 20 მარტიდან 25 მარტის ჩათვლის ატარებს ბედნიერების კვირეულს.

კვირეულის მიზანია ერთი მხრივ, ბავშთა ჰოსპისის ,,ციცინათელების ქვეყანა“ თანადგომა. ეს არის სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული 0-18 წლამდე ბავშვები იმყოფებიან და სადაც მომსახურება ერთდროულად შვიდი-რვა ბავშვისა და მათი მშობლებისთვის არის  შესაძლებელი, ფუნქციონირებს 24 საატიანი სტაციონარი, ასევე დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე რჩებიან. ასევე აქვთ შინ ზრუნვის სამსახური, რომელიცბინაზე, თვეში საშუალოდ 65 ბავშვს  ემსახურება.

მეორე მხრივ, კვირეულის მიზანია საზოგადოების გათვითცნობიერებისა და პრაქტიკულად სასარგებლო ცოდნის გაზიარების ხელშეწყობაიმისათვის, რომ ადამიანებმა კარგად იგძნონ თავი და არა მხოლოდ განიცადონ ბედნიერება, არამედ ვებინარებზე მონაწილეობით გახდნენსხვებისთვის სიკეთის გამცემი. 

კვირეულის ფარგლებში 6 სპიკერი გამართავს  ონლაინ Zoom-ის ფორმატში ვებინარს.

კვირეულს 20 მარტს, 21:00 საათზე, ანუ საღამოს 9 საათზე გახსნის გიგი თევზაძე, ფილოსოფოსი, 4D კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ის ისაუბრებს თემაზე: სახელმწიფო და ბედნიერების შესაძლებლობა: შკალის პარამეტრები;

21 მარტს ასევე საღამოს 9 საათზე ვებინარს გაუძღვება ნინი ჭაჭია, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერთიფიცირებული ქოუჩი, კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელი, NLP ტრენერი და ისაუბრებს ადამიანის ბედნიერების საფუძველზე ანუ ბედნიერების ალქიმიაზე;  

22 მარტის ვებინარს 21:00 საათზე გაუძღვება ფსიქოლოგი ზურა მხეიძე და ისაბრენს ბედნიერების განცდაზე და ბედნიერებაზე, როგორც აზროვნების სახეზე;  

23 მარტს 21:00 საათზე ისაუბრებს ცირა ბარბაქაძე, ენათმეცნიერი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, თანამედროვე რიტორიკის აკადემიის დამფუძნებელი, ფილოლოგიის დოქტორი, მისი სასაუბრო თემაა: ბედნიერების მეტაფორები;

24 მარტი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ისასუბრებს თემაზე სიყვარულის ძალა;

და კვირეულს 25 მარტს 21: 00 საათზე დახურავსარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, ის ისაუბრებს თემაზე: სიცოცხლის არსი – არარსობიდან არსებაში სიცოცხლე.

ვებინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელია დონაციით ამ ლინკზე გადასვლით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScCkovsvQGgZLnF1tOD0VWecr0DZmECefu-V16u8nKnvUQjWA/viewform

დონაციის სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ბედნიერების ფონდის ლიბერთი ბანკის ანგარიშზე:

GE85LB0111162834674000

ჩარიცხვის ქვითარი გამოგვიგზავნეთელექტრონულ ფოსტაზე: myhappinessfund@gmail.com ან ფეისბუქ გვერდის მესენჯერში 

https://www.facebook.com/1happiness.fund

დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ ,,შემოწირულობა“და ჩარიცხვის ქვითარი გამოგვიგვანოთ ან ფეისბუქის მესენჯერში ან ელექრონულ ფოსტაზე პასუხად დარესგისტრირებული ადამიანები მიიღებენ საქველმოქმედო ვებინარზე დასასწრებ ბმულს მადლიერების წერილთან ერთად. 

შესაძლებელია ელექტრონული ორენოვანი სერთიფიკატის მიღება, რომლის ღირებულება 35 ლარია და რომელიც სრულად მოხმარდება ქველოქმედებას.

ვისაც დონაციის გაცემის შესაძლებლობა არ აქვს,შეუძლია დაესწროს ვებინარებს უფასოდ, მხოლოდ რესგიტრაციის საფუძველზე. 

ბედნიერების კვირეულის პარტნიორია: Dadiani Production

საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფსსაინფორმაციო სააგენტო  STV. Ge” ნათქვამია ბედნიერების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

ტყვარჩელის ,,გამგებლის” დავალებით ქალაქში ცხენები მოკლეს, მეპატრონემ კი ,,გამგეობასთან” მანქანები ჩაცხრილა

შემდეგი პოსტი

სოხუმში დე-ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ბედნიერების ფონდი – ბედნიერების კვირეულს ჩაატარებს

ბედნიერების ფონდი – ბედნიერების კვირეულს ჩაატარებს

„ბედნიერების ფონდი“ ახალ სასწავლო კურსს იწყებს – (გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ!

„ბედნიერების ფონდი“ ახალ სასწავლო კურსს იწყებს – (გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ!

ბედნიერების კვირეულის ფარგლებში ვებინარს ნათია ფანჯიკიძე ჩაატარებს

ბედნიერების კვირეულის ფარგლებში ვებინარს ნათია ფანჯიკიძე ჩაატარებს