ზუგდიდის მერმა ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო

საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ჟიული შარტავას 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერმა და მოადგილეებმა, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი, ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა.





