ზუგდიდში 23 თებერვალს თოვლია ნავარაუდევნი – ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში ეცემა

23 თებერვალს ზუგდიდში თოვლს ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ზუგდიდში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი 24 თებერვალს -5 გრადუსი. ყინვებია მოსალოდნელი 25, 26 და 27 თებერვალსაც.
ასევე ნავარაუდევია შტორმი და ძლიერი ქარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე – „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“ – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.




