საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სუსხიანი და ნალექიანი ამინდი იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერი +14+18 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +11+13 გრადუსი.




