სანდრა რულოვსს 7 აპრილს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” წარადგენს

“სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი. პარტიამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო”,-ამის შესახებ STV-ს “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
“პარტიაში იყო გარკვეული სახის პროცედურები, რომელიც დასრულდა და საბოლოო გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიღებულია. სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი. უფრო მეტიც, სანდრა რულოვსს “ნაციონალური მოძრაობა” კვირის ბოლოს, დაახლოებით 7 აპრილს უკვე ზუგდიდში ოფიციალურად წარადგენს”,-აცხადებს ანი წითლიძე.



